1-ელი თებერვლიდან ვაქცინირებული უცხოელები საქართველოში უპირობოდ შემოვლენ

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება საქართველოში უპირობოდ შემოვიდეს.

მისი განმარტებით, ვაქცინაციის სრული კურსი ნიშნავს, ვაქცინის 2 დოზას.

„ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება იმათ, ვისაც ვაქცინის სრული კურსი არ აქვთ, მათ საზღვარზე ბოლო 72 საათის განმავლობაში „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. აგრეთვე საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს მათთვის სავალდებულო იქნება „პისიარ“ ტესტის ჩატარება.

„ევროკავშირის, ისრაელის , შვეიცარიის, აშშ, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტი. ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ. ამასთან დაკავშრებით ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინის დამდასტურებელი დოკუმენტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 …