თბილისი (BPI) – ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და კოვიდ-19 ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, კლინიკა “კურაციო” მუშაობის რეჟიმს ცვლის.
კლინიკა კურაციო ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მომსახურების საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. მკაცრად იცავს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, ასევე სრული სიზუსტით მიჰყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ ახლად დამტკიცებულ გაიდლაინებს .
დაზღვეულების უსაფრთხოებისათვის და მათი და სამედიცინო პერსონალის არააუცილებელი ფიზიკური კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდეს.
31 მარტიდან კლინიკა კურაციოში აფართოვებს დისტანციურ მომსახურებას – ნებისმიერი დაზღვეულისთვის პედიატრისა და პირადი ექიმის მომსახურებასთან ერთად, ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციაც ხელმისაწვდომი იქნება . აღსანიშნავია, რომ სპეციალისტის კონსულტაცია, სადაზღვევო პაკეტის მიუხედავად, თანაგადახდის გარეშე, 100%ით დაფინანსდება..
გეგმიური სერვისებთან დაკავშირებით ოჯახის ექიმთან, პედიატრთან ან სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაციის დაჯავშნა ონლაინ პორტალიდან www.mygpi.ge ან მობილური აპლიკაციიდანაა შესაძლებელი (MyGPI), ისევე როგორც კურაციოს ცხელი ხაზის 0322430101 ან ჯიპიაის ცხელ ხაზის 0322505111 საშუალებით. დანიშულ დროს ექიმი თავად დაურეკავს პაციენტს და შემდეგ მომსახურებას დისტანციურად გაუწევს:
- მოისმენს ჩივილებს
- შეაფასებს მდგომარეობას
- საჭიროების შემთხვევაში თავად დაუკავშირდება ან გადაამისამართებს სპეციალისტთან
- დანიშნავს მედიკამენტურ მკურნალობას
- აუცილებლობის შემთხვევაში გადაგამისამართებთ სპეციალიზირებულ კლინიკაში.
დისტანციური მომსახურება ვრცელდება როგორც თბილისში ასევე “კურაციოს” ოჯახის ექიმების სამსახურებზე შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ფოთი.
გადაუდებელ ან მწვავე შემთხვევებში დაზღვეულებს მოემსახურება სპეციალურად ეკიპირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი – სასწრაფოს გამოძახებას “ჯიპიაი ჰოლდინგის” ცხელი ხაზი უზრუნველყფოს.
დარჩით სახლში და ნებისმიერი საჭიროების დროს, პირველ რიგში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე.
გახსოვდეთ, რეკომენდაციების დაცვით, ერთად შევძლებთ ვირუსთან გამკლავებას!