წიგნის ბაზარი 6 მლნ-იან ზარალზეა

თბილისი (BPI) – წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მთავრობას წერილით მიმართავს და ქართული წიგნის ბაზრის გადასარჩენად 9 პუნქტიან ანტიკრიზუსული გეგმას სთავაზობს.

ასოციაცია აღნიშნავს, რომ წიგნის სექტორმა ბოლო თვენახევრის განმავლობაში 6 მლნ ლარი იზარალა. მაისის პროგნოზით, ერთი თვის თავზე კი აღნიშნული თანხა გაორმაგდება და დაახლოებით 12 მილიონ ლარს შეადგენს.

“საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა წიგნის მაღაზიები, გამომცემლებს, ფაქტობრივად, ჩამოერთვათ საქმიანობის უფლება, აპრილის დასაწყისში კი, მათ გადარჩენის ერთადერთი საშუალება, წიგნების ონლაინ გაყიდვაც აეკრძალათ. მიუხედავად იმისა, რომ 27 აპრილიდან ონლაინ ვაჭრობა საქართველოში ოფიციალურად აღდგა, დღემდე ბუნდოვანია ონლაინ ვაჭრობის აღდგენის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურები.

ეს უმძიმესი სიტუაცია შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისთვის, თუკი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებები და ფინანსური შეღავათები არ იქნება გათვალისწინებული”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელბელთა ასოციაციამ წარადგინა 9 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს როგორც სპეციალურ ფინანსურ შეღავათებს, ასევე კონკრეტულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც ქართული წიგნის ინდუსტრიის გადასარჩენად დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …