“სოკარი“ ბათუმში დაზარალებულებს ეხმარება

კომპანია „სოკარი“ 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. „სოკარის“ გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულ ზვიად თავდგირიძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 53 ოჯახი დაზარალდა. ამ დროისთვის, ისინი დროებით თავშესაფარში იმყოფებიან.

კომპანია „სოკარმა“ ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 10 000 ლარი გამოყო და მათი თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს თანამშრომლობით შექმნილ ფონდში გადარიცხა.

ფონდში შემოსული თანხა ტრაგედიით დაზარალებულ პირთა საჭიროებებს მოხმარდება.

 

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …