საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

თბილისი (BPI) – საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა.

“ახალი შემთხვევების გაზრდა არ უნდა გაგვიკვირდეს. ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა. წყარო იტალიაა, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, ის იტალიიიდან ჩამოვიდა, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მონიტორინგი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …