საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა შექმნა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა www.boe.ge შექმნა, სადაც თავმოყრილია  ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი  განათლების მიღების მსურველებს აძლევს.

აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები – ვებ პლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე და ა.შ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ ამ ახალ საგანმანათლებლო პლატფორმაზე დაიწყო განაცხადების მიღება ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD 2019-ზე.

კონკურსი ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი იდეების განსახორციელებლად. პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების სამთვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე დასწრებას. ყველას, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს იდეა, დაესწროს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვორქშოფებს, უნდა ეწვიონ პლატფორმას https://boe.ge/project/SocialImpactAward.

შემთხვევითი სიახლე

ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, სებ-ის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს – ლიბერთი ბანკი

სს ლიბერთი ბანკი ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს, – აღნიშნულია …