თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერას განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც გრემში ღვინის ღია რესტორანი გაიხსნება. რესტორანში განთავსდება შოურუმი, ულამაზესი ვერანდა, რომლიც 120 ადამიანზე იქნება გათვლილი. ღვინის რესტორანი მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ კერძებს შესთავაზებს. რესტორანში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის ღვინოები. როგორიცაა: საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული, ხვანჭკარა, 3 სახეობის ალაზნის ველი (წითელი, თეთრი და ვარდისფერი), ასევე სამი სახეობის ფიროსმანი (თეთრი, წითელი, ვარდისფერი)
გახსნის შემდეგ ღვინის რესტორანი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში 20 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 100 000 ევროა. კომპანია რესტორნის გახსნას სექტემბერში გეგმავს.
„მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და შპს „გრემის“ პარტნიორობით ღვინის ახალი რესტორანი გაიხსნება. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო ღვინის სექტორმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და ვფიქრობთ ახლა კიდევ უფრო მეტად საჭიროა გვერდით დავუდგეთ ღვინის ბიზნესს და მას შემდგომი განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. აუცილებელია არ გავჩერდეთ და ერთად ვიზრუნოთ რომ სექტორი მომგებიანობის ძველ მაჩვენებლს დაუბრუნდეს“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.