საპენსიო სააგენტოს დირექტორობა 120 ადამიანს სურს

თბილისი (BPI) – საპენსიო სააგენტოს დირექტორობა 120 ადამიანს სურს. განაცხადების წარდგენის ვადა 31 იანვარს ამოიწურა. პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც უკვე ექს-ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდეა. სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა, თუმცა არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე საპენსიო ფონდში დარეგისტრირდა 62,190 ორგანიზაცია, მონაწილეთა რაოდენობაა 976,399, აკუმულირებული საპენსიო შენატანი 565 მილიონია, დარიცხული სარგებელი კი 21.5 მილიონია.

ბიზნესპრატნიორი

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …