ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია, ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ განცხადებებში

თბილისი (BPI) – „ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია, რომელსაც შეუძლია ერთ საათში ჩაგიკეტოს ყველაფერი, საზღვრიდან დაწყებული საჰაერო სივრცით დამთავრებული, ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ განცხადებებში” – ასე ეხმაურება კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი გუშინ „რუსთავი-2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებები პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„როდესაც 5 მილიონი დოლარი შემოსავლები უნდა შემოსულიყო და ბაზარი იკეტება, ეს სერიოზული დარტყმაა. ამიტომაც შესაბამისი კრიზისული გეგმა უნდა გქონდეს. თუ კომპანია, ბიზნესი არის პასუხისმგებლიანი ის ყოველთვის დებს შესაძლო გართულებების წინააღმდეგ გეგმას. რუსეთის ბაზარში ადვილად რომ შევდივართ, შესაბამისად მასზე მიბმული ვხდებით. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ზოგადად ბიზნესის, რომ მოვახდინოთ რეგულირება, რომ ჩვენი ექსპორტის რაღაცა წილი, არ გავზარდოთ იმაზე მეტად, რაც შეიძლება მისაღები იყოს კრიზისების დროს. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ბიზნესზე, კორპორაციებზე, რომელიც კორპორატიულიული კანონებით და სულისკვეთებით იმართლება. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის სტრატეგიული ბიზნეს განვითარების გეგმაა, რომელსაც ვუყურებთ რამდენიმეწლიან ჭრილში, რაც იმას ნიშნავს რომ, როგორც სახელმწიფოში ხდება საფრთხეების შეფასება, ზუსტად ასევე ხდება საფრთხეების შეფასება დიდ კომპანიებში“ – აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ამასთან, მისი თქმით, ლარის კურსის და ნებისმიერი საფონდო ბირჟის ინდექსის ცვალებადობა ბუნებრივი პროცესია.

„ნებისმიერი ამ ტიპის განცხადება, ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, გააჩნია ეს განცხადება რა „სიმძიმის“ იქნება, თუ იქნება ძალიან უხამსი და მიუღებელი, მაშინ შესაბამისად ეს ინდექსი უფრო მეტად უარყოფითისკენ შეიცვლება“ – აცხადებს ბიზნესმენი.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …