მუყაოს ქალაქი ოცნების ქალაქად უნდა იქცეს , 17 თვეში

თბილისი (BPI) -პრემიერმა ბათუმში “ოცნების ქალაქის'” მშენებლობის კაპსულა  ჩადო. 582 ბინიან 3  კორპუსსტენდერში გამარჯვებული ,,დაგი“ 17 თვეში ააშენებს  პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი.

“თქვენ უნდა მოგეცეთ საშუალება იცხოვროთ ღირსეულად 2021 წელს აქ დაიწყება სკოლის და ბაღის მშენებლობა, აი ამ ბავშვებისთვის ვინც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება” – მიმართა გიორგი გახარიამ ადგილობრივებს.

ოცნების ქალაქი. ე.წ მუყაოს ქალაქის ტერიტორიაზე შენდება, მეჯინის წლის დასახლებაზე. ხელვაჩაურის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკომიგრანტები,  სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა თვითნებურად, სხვადასხვა დროსაა დასახლებული. მათ შორის არიან  ფსიქიურად დაავადებულები, მზრუნველობამოკლებული მოხუცები

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …