მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე იმსჯელებს

მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს,  დეპუტატები საქართველოს 2022 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ  კანონპროქტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.

ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის განხილვისას.

პარლამენტი ასევე იმსჯელებს  ფულად-საკრედიტო პოლიტიკის  შესახებ. აღნიშნულ საკითხზე ყურადრება   პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წარმომადგენლებმა გაამახვილეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტმა მოუსმინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კომიტეტის სხდომაზე და მოამზადა შსაბამისი გადაწყვეტილება.

„პლენარულ სხდომაზე  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის   გამოსვლის შემდეგ თითოეულ დეპუტატეს შესაძლებლობა ექნება ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე იმსჯელოს.  მომავალი წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი  არის 3%. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა ამ საკითხზე მსჯელობის გახსნა მომავალ სესიაზე”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კვირის ბოლო სამუშაო დღეები მინისტრის საათის ფორმატს დაეთმობა. ხუთშაბათს დეპუტატები  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, ხოლო პარასკევს  იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …