მერი ჩაჩანიძე: თიბისი ლიზინგმა არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე დიდი საჯარო ემისია განახორციელა

თბილისი (BPI) – თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი თიბისი ლიზინგის მიერ საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების წარმატებით განთავსებაზე აცხადებს.

„თიბისი კაპიტალის მიერ თიბისი ლიზინგის ბონდების გამოშვება მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა რამდენიმე მიზეზის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს არის  საქართველოში არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ყველაზე დიდი ემისია. ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ ემიტენტის სესხების ობლიგაციებში გადატანით ლარის დამატებითი რესურსი მოიზიდონ ეროვნული ბანკიდან. ასევე, ეს არის უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, რაც ბაზარზე ხშირად არ ხდება. ობლიგაციები უზრუნველყოფილია სალიზინგო პორტფელით, რაც ინვესტორების საკრედიტო რისკს დამატებით ამცირებს. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის განვითარების საქმეში,“ – განმარტავს მერი ჩაჩანიძე.

თიბისი ლიზინგმა 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისიაზე განაცხადა, ეს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისიაა საქართველოში. განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ფასიანი ქაღალდის პროცენტი ცვლადია, თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან განაკვეთს დამატებული 3.25%. ობლიგაციების გამოსყიდვა 2023 წლის მარტში მოხდება. კომპანიას ობლიგაციების ვადაზე ადრე გამოსყიდვის უფლება გამოშვებიდან 1 წლის შემდეგ აქვს.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …