მედიკამენტების ბაზარს დავარეგულირებთ – ირაკლი ღარიბაშვილი

მედიკამენტების ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით და გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს იმისთვის, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს და ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასების დარეგულირებაზე საკუთარი მოსაზრებები ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო და მათგანაც საინტერესო მოსაზრებები მოისმინა.

„მედიკამენტების ფასები რომ გაზრდილია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე მქონდა აბსოლუტურად ღია და გულწრფელი საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბაზრის ყველა მსხვილი მოთამაშე მოვიწვიეთ, მათ ღიად ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი სურვილი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მათგანაც და ახლა, როგორც კი ახალი მინისტრი შევა, მაქვს უკვე დაგეგმილი ორი-სამი ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს. ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით, კიდევ უფრო გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს, ეს ერთი და მეორე, ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან“,- განაცადა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …