მაია მელიქიძემ  ERRA-სა და MEDREG-ის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-10 მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სემეკის წევრმა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო ERRA-სა და ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკის მარეგულირებლების ასოციაციის (MEDREG) მიერ ორგანიზებულ რიგით მე-10 მაღალი დონის შეხვედრაში.
თურქეთში, ქ. სტამბულში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …