თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს

თბილისი (BPI) – თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შევიდა. კომპანია მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას აანონსებს.

თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს აკეთებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან.

სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოირჩევიან გამოცდილებით და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით, მათ შორის არის მედიკორი და ქართულ-ამერიკული კლინიკა. 

როგორც კომპანიის გენდირექტორი პაატა ღაძაძე აცხადებს, თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მისცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

თიბისი დაზღვევას ამ დრომდე 200-მდე პარტნიორი ჰყავს.

კომპანია უპირატესობებზეც საუბრობს:

  • კარგი დაფარვები / მაღალი ლიმიტები
  • ნაკლები გამონაკლისები
  • თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში
  • საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება საუკეთესო ტარიფებით საქართველოში

სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასური 38 ლარია, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს 5 ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ლიმიტებით და დაფარვებით.  „კარგი“, „უკეთესი“, „საუკეთესო“, „საუცხოო“  და „განსაკუთრებული“ – არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აიჩევს.

შემთხვევითი სიახლე

შემდეგი თაობის აპლიკაცია: Glovo-ს სოციალური მედიის ფუნქციები დაემატა და საყვარელი რესტორნების აღმოჩენა კიდევ უფრო გამარტივდა

მულტიკატეგორული აპლიკაცია სოციალური მედიის ფუნქციებს ამატებს – ახლა უკვე შესაძლებელია ფავორიტი პროდუქტებისა და რესტორნების სიის …