თბილისი-ბათუმის მატარებლის ვაგონში კონდიცირების გათიშვის გამო საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს

თბილისი-ბათუმის მატარებლის ვაგონში კონდიცირების გათიშვის გამო საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს.

„ძვირფასო მგზავრებო, მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მესამე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მესამე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა. დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მესამე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ჯრტ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება.

საუბარია მხოლოდ მესამე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა ყველა მესამე ვაგონის მგზავრს აუნაზღაურდება“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აგრძელებს გარემოს დაცვის საკითხებზე მუნიციპალიტეტებისა და ახალგაზრდების ინფორმირებას

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის …