“დანკინი” მასკარპონეს არომატით გამდიდრებულ ცივ ყავებს ამატებს

თბილისი (BPI) – ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერის პოზიციებს იმყარებს და ქართულ ბაზარზე იტალიური ნაღების ყველის – მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ, ესპრესოზე დამზადებულ, ცივ ყავების ასორტიმენტს ახალ პროდუქტებს ამატებს. ცივი ყავები მარწყვის, ბანანისა და შოკოლადის, მარილიანი კარამელის, ჩიზქეიქის გემოების არჩევანით  დანკინში ცხელი ზაფული გრილად იქცევა და ახალი ენერგიით შეგივსებთ დილას, შუადღესა თუ საღამოს.  

„დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი.  

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “ვისოლ ჯგუფმა” „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და  დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 24 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე კიდევ 4-ის გახსნას გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …