ბიუჯეტის მასშტაბური ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი – ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წელს ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით, 1,5 მილიარდი ლარით გაიზარდა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის საჭიროებებზე დამატებით გამოიყო   თითქმის ერთი მილიარდი ლარი. ჯამში, პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე 2021 წელს მიიმართა 2 მილიარდი ლარი.

„გარდა ამისა, წლის განმავლობაში, დამატებითი თანხები გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის მასშტაბური ზრდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება და დაგეგმილი 7,6 პროცენტის ნაცვლად, მისმა ფაქტიურმა მაჩვენებელმა 6,1 პროცენტი შეადგინა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პანდემიისა და მის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების გავლენით, 2020 წელს ვალის მოცულობამ 60 პროცენტს გადააჭარბა და ამავე მაჩვენებელზე დაიგეგმა 2021 წელიც.

„თუმცა, გასულ წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ეს პარამეტრიც. 2021 წელს მთავრობის ვალის მაჩვენებელი 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.