ბიტუმის იმპორტი შემცირებულია

თბილისი (BPI) – საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,7% შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით ეს 1,4 ათასი ტონით დაბალი მაჩვენებელია. მარტის თვეში კი საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 6,5 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 41,3%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

აქედან იმპორტის 80% (5,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 15,4% (1,0 ათასი ტონა) – ერაყიდან, ხოლო 4,6% (0,3 ათასი ტონა) – ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,2 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 49,6% (7,1 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 42,0% (6 ათასი ტონა), ერაყი – 7% (1, 0 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები – 1,4% (0,2 ათასი ტონა). სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება.

შალვა სუმბაძე

შემთხვევითი სიახლე

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანია „დილსი 2020“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსი 2020“, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. …