თბილისი (BPI) – საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,7% შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით ეს 1,4 ათასი ტონით დაბალი მაჩვენებელია. მარტის თვეში კი საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 6,5 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 41,3%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
აქედან იმპორტის 80% (5,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 15,4% (1,0 ათასი ტონა) – ერაყიდან, ხოლო 4,6% (0,3 ათასი ტონა) – ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,2 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 49,6% (7,1 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 42,0% (6 ათასი ტონა), ერაყი – 7% (1, 0 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები – 1,4% (0,2 ათასი ტონა). სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება.
შალვა სუმბაძე