ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

თბილისი (BPI) – სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ახალციხეში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა.

საწარმოში 1 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

კომპანიის საწარმოო ხაზი მოიცავს თბოიზოლირებული და ბეტონის ბლოკის, სანიაღვრე არხის, სამშენებლო ფილის და ბორდიურის წარმოებას. აღნიშნული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვლილი.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „დემეტრე და კომპანიას“  ახალციხეში, ადიგენის ქუჩა N2-ში მდებარე 34 494კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.

შემთხვევითი სიახლე

გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა 35.4%-იან ზრდას აჩვენებს

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც …