ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა), გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი – VTB CUP 2019.

შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

ფინალური ეტაპი 5 მაისს გაიმართება. ტურნირზე დასწრება თავისუფალია.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …