„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე  კამპანიის ‎Spend 4 Seasons in Georgia მხარდამჭერია

თბილისი (BPI) – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ , საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე  Spend 4 Seasons in Georgia-ს მხარდამჭერია. 20 ოქტომბრის ჩათვლით ბაზრობის ყველა დამთვალიერებელს Spend 4 Seasons in Georgia-ს სტენდთან  საშუალება ექნება საქართველოში ვირტუალურად იმოგზაუროს, გაიცნოს ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ქართული ღვინო და ნუგბარი დააგემოვნოს.

თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი: ძალიან მოგვწონს კამპანია Spend 4 Seasons in Georgia. მხარს ვუჭერთ კამპანიის წარდგენას ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რადგან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საქართველოს შესახებ და ბევრი ტურისტი  დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნით. ჩვენ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი სადაზღვევო ჯგუფის წევრები, კამპანიის მხარდასაჭერად, აქტიურად   მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ვენის სადაზღვევო ჯგუფიდან იმოგზაურონ საქართველოში.

20 ოქტომბრის ჩათვლით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე,  Spend 4 Seasons in Georgia-ს საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები, ბუკლეტები, გაიდები საქართველოს, მისი ცალკეული კუთხეების, ტურისტებისთვის საინტერესო გამოცდილებების შესახებ. სივრცის ერთი ნაწილი დაეთმობა ქართული პროდუქციის დეგუსტაციას, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, ყველი და ჩურჩხელა, წარმოდგენილი იქნება ეროვნული სამოსი. კამპანიას დაეთმობა 1 საათი, რათა გააკეთოს მოხსენება ფესტივალზე მოსული აუდიტორიის წინაშე.

 

შემთხვევითი სიახლე

ვის დაუწესდება ₾200 000 ლიმიტი – მსესხებელი კლასებად დაიყოფა

თბილისი (BPI) – სავალუტო სესხზე ₾200 000 ჭერის, $33 800 -მდე  დაწევაზე, 2020 ბიუჯეტის საპარლამენტო …