„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის შავ პარასკევს აცხადებს

თბილისი (BPI) – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ შავი პარასკევის აქციასთან დაკავშირებით მომხმარებელს  15%-დან 100%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. ფასდაკლების მიღებისთვის აუცილებელი პირობა ონლაინ პლატფორმის გამოყენებაა, რაც mygpi.ge-ზე პოლისის ყიდვას გულისხმობს.

Black Friday- ს შეთავაზებები 29-დან 2 დეკემბრამდე გაგრძელდება და შემდეგი პროდუქტებზე ვრცელდება:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა – 15%
  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა – 15%
  • ონკოქეარი – 20%
  • ავტოდაზღვევა – 20%;
  • ბინის დაზღვევა – 25%
  • სამოგზაურო დაზღვევა – 50%
  • ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა – 100%

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი ამბობს, რომ  ონლაინ პლატფორმის mygpi.ge მომხმარებელი მოუთმენლად ელოდება შავი პარასკევის ფასდაკლებებს, რადგან კომპანია უკვე მესამე წელია უაღრესად შეღავათიან ფასში სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე პოპულარულ სადაზღვევო პოლისებს.

“წელს 100%-იანი, ანუ სრულიად უფასო შეთავაზებაც გვაქვს – რაც ავტომობილის სტიქიური რისკებისგან დაზღვევას ეხება. ჩვენი სოციალური პროექტი ყველა ავტომფლობელს ეხება და ცხადია, გვინდა ეს აქცია უკვე ონლაინ სივრცეშიც გავრცელდეს. მომხმარებლებს რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ mygpi.ge-ზე შესვლა და სახლიდან გაუსვლელად, ორ წუთში სასურველი პოლისის ყიდვა.“

Mygpi.ge საქართველოში დაზღვევის პირველი ონლაინ პორტალია, სადაც პოლისის შეძენასთან ერთად , მომხარებელს შესაძლებობა ეძლევა უმოკლეს დროში მიიღოს სრული სადაზღვევო მომსახურება.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი – 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 830 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაის ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა.

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …