ჯიპიაიმ  და ლიბერთიმ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყეს

თბილისი (BPI) – 8 მაისს ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განაცხადეს, რომლის ფარგლებშიც  აგროდაზღვევისა და ახალი პროდუქტის – აგრო დაზღვევის განვადების მიმართულებებით მჭდროთ ითანამშრომლებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პრემიის 70%-მდე სუბსიდირებას, ხოლო პრემიის დარჩენილი ნაწილი მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საკუთარი სახსრებით. აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები არიან აგრო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და აგროდაზღვევა მათ მოსავალს აზღვევს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ან სხვა რისკების შედეგად მიყენებული ზარალი.

ლიბერთი ბანკისა და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი პროდუქტის უპირატესობებია:

  • 0%-იანი განვადება
  • არ მოითხოვება უზრუნველყოფა და სხვა დამატებითი ხარჯები
  • დაზღვევის პოლისის განვადებით ყიდვა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის სერვისცენტრებში. ასევე, ამ პროდუქტის შეთავაზება მოხდება რეგიონებსა და სოფლებში ლიბერთი ბანკის გაყიდვების აგენტების საშუალებით

აგრო დაზღვევის განვადება ლიბერთის მომხმარებლისთვის 11 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

“ლიბერთი ბანკისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აგრო მიმართულება. მოხარული ვართ, რომ დღეს ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებელს რეგიონებსა და სოფლებში შევთავაზოთ აგროდაზღვევის პოლისის შეძენა და 0%იანი განვადება იმ თანხებზე, რომელზეც სახელმწიფო არ აკეთებს სუბსიდირებას.  ლიბერთის გააჩნია ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან, ამ პროდუქტის შეთავაზებით კი ჩვენ კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აგრო საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს, იშრომონ მშვიდად და მაქსიმალურად დაზღვეული იყვნენ რისკებისგან”, – განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ

„დღეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას,  სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დაზღვევის, როგორც ფინასური გარანტიის მნიშვნელობა და საჭიროება.  აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერები წელსაც 70%-მდე სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობენ, დაზღვევის დარჩენილ ღირებულებას კი თავად ფარავს. ჯიპიაისა და ლიბერთი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, ფერმერისთვის ამ აგროდაზღვევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება , რადგან  ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, პრემიის დარჩენილი ნაწილი  0% განვადებით დაფარონ;   მოლოდინია, რომ ასეთი ხელშეწყობით წელს კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში, რადგან ახლა, ისე როგორც, არასდროს გვჭირდება ფინასური სტაბილურობა, უსაფრთოებისა და დაცულობის განცდა.“ – სანდრო კიკნაძე, სტრატეგიული განვითარების დირექტორი;

აგროდაზრვევის სახელმწიფო პროგრამაში ჯიპიაი პირველივე წლიდანაა ჩართული და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 5 000-მდე ფერმერს ჯამში 12 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა;  გასულ წელს კი კომპანიაში აგროდაზღვევის 800-მდე სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ჯამში 1 300 000 ლარამდე მოცულობის ზარალი  ანაზღაურდა. წელსაც აგროდაზღვევის პროგრამისთვის ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ჯიპიას 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმუშავებს;

 

შემთხვევითი სიახლე

სოსო ფხაკაძე: ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად შრომის კოდექსი დაბალანსებულია

თბილისი (BPI) – როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე …