ხაზარაძის შემდეგ, ჯაფარიძე ამბობს, რომ სებ-ის პრეზიდენტი მატყუარაა

თბილისი (BPI) – „პროგრეს ბანკზე” ეროვნულ ბანკს ყველა ინფორმაცია აქვს და იმაზე მეტი, ვიდრე ამბობენ”, – თიბისის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე  საეჭვო ტრანზაქციებს გულისხმობს, რაზეც  ზედამხედველმა  მპკ -ის 23 ოქტომბრის  სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ბანკი აღარ ოპერირებს და შესაბმისად ვერ გადამოწმდება. საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” „პროგრეს ბანკის“ საქმის გამოძიებას ითხოვს.

კალაძის დაფუძნებულ პროგრეს ბანკში, რომლის აქტივ-პასივის 95% (სებ-ის პრეზიდენტმა 23 ოქტომბერს თქვა) ინფორმაციით) თიბისის აქვს შესყიდული, ფულის შესაძლო გათეთრებაზე, კობა გვენეტაძემ  განაცხადა, რომ თიბისის მენეჯმენტს მიმართა და წერილი მიიიღეს.  „თიბისის მენეჯმენტმა, ჩვენს მიმართვაზე, მასალების არსებობის შემთხვევაში მოეცა და პროკურატურაშიც წარედგინა, მოგვწერა, რომ მედიაში გავრცელებული შინაარსის დასკვნა, ფულის გათეთრების ნიშნებზე, ბანკს არ გააჩნია“ – თქვა სებ-ის პრეზიდენტმა.

“სებ-ში არ მუშაობენ გამომძიებლები, მუშაობენ მაკროეკონომისტები, ზედამხედველები და ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის ფულის გათეთრების ან სხვა დანაშაულებრივი ფაქტის აღმოჩენა-გამოძიება“- დასძინა მან.

პროგრეს ბანკის მეპატრონეების კალაძე/ივანიშვილის გავრილოვთან  პარტნიორობაზე და მათი გარემოცვის კომპანიებისთვის უზრუნველყოფის გარეშე  სესხების გაცემა- ჩამოწერაზე, კითხვები აქვს  საზოგადოებას, მათ შორის მედიას, რაც ლეგიტიმურად მიაჩნია თიბისის მმართველობიდან ჩამოცილებულ მამუკა ხაზარაძეს, მან სებ-ის პრეზიდენტი  სიცრუეშიც დაადანაშაულა, რომ  ამბობს, თითქოს ტრანზაქციებზე არაფერის იცის.

აქტივის შესყიდვის ამბავს შემდეგ ხაზარაძე იხსენებდა „სოსიეტე ჟენერალისგან“ „ბანკი რესპუბლიკის“ აქტივით დაინტერესებაზე, რომ შეჩივლა ბიძინა ივანიშვილს. რატომ ყიდულობდა მას  ჩუნური ჰუალინგი და არა რომელიმე ქართული საბანკო ჯგუფი.

იქ უბრალოდ, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი, თუ რატომ არ გვეძლეოდა  ქართველებს გაფართოების საშუალება. საუბარში ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ისიც ასე ფიქრობდა. დაადასტურა, რომ სწორედ წარმატებულ ბანკს უნდა დაედო ეს გარიგება“ იმავე შეხვედრაზე გადაწყვეტილა “პროგრეს ბანკის“ აქტივების ყიდვაც, სებ-ის წინადადებით.

  “საუბარში წამოვიდა, რომ იქნებ „პროგრესს ბანკი“ გეყიდათო. ვიცოდი, რომ ბანკი პატარა იყო, ისიც რომ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. შევედით, ჩავატარეთ აუდიტი და მივიღეთ სებ-ის თანხმობა. „პროგრეს ბანკი“ არ გვიყიდია. ვიყიდეთ მხოლოდ ჯანმრთელი აქტივები”, – ხაზარაძე.

ამ ინფორმაციას თუ გავყვებით არაჯანმრთელი რჩება 5%. ლიკვიდაციის რეჟიმში გადასვლამდე, „პროგრეს ბანკის“ აქტივები 200 მლნ ლარამდე, დეპოზიტები 100 მლნ ლარამდე იყო. 

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: იმედგაცრუებული ვარ

თბილისი (BPI) – ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ …