წითელ ხიდსა და ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი”, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული სატვირთო მანქანის (რომელსაც საქართველოს მოქალაქე რ.ბ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 3 498 ღირებულების არადეკლარირებული საქონელი.

სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი” აღიკვეთა. უკრაინის მოქალაქის ა.პ.-ს კუთვნილ კომერციული დანიშნულების, არადეკლარირებულ 3 687 ლარის ღირებულების საქონელს, კანონმდებლობის შესაბამისად წითელი დერეფანი განესაზღვრა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 7 185 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …