ძუძუს კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდებზე ონკოლოგიური კონფერენცია ჩატარდა

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყანაში დარგის განვითარება და სამომავლო გეგმების შემუშავებაა.

წამყვანმა სპეციალისტებმა „ევექსი ჰოსპიტლების“ ონკოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს სრული შემადგენლობით, დარგის წარმომადგენლებს გააცნეს არსებული სიახლეები ძუძუს კიბოს მკურნალობაში. მათ შორის, განიხილეს თანამედროვე სამედიცინო სადიაგნოსტიკო საშუალებები და კონსერვატიული, ქირურგიული თუ თერაპიული მკურნალობის უახლესი, 2022 წლის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიები. საუბარი შეეხო ასევე განსაკუთრებით საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს და როგორც ონკოპაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე – მათ ფსიქო-სოციალურ ასპექტებს.

კონფერენციას, რომელიც „კარაპს მედლაინის“ ორგანიზებით ჩატარდა, უძღვებოდა ამავე კლინიკის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი კოხრეიძე. სპიკერებს შორის ასევე იყვნენ:

• ალექსი ბაიდოშვილი – მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პათოლოგ-ანატომი, კლინიკური პათოლოგი, ციფრული და კომპიუტერული პათოლოგიის სპეციალისტი;
• ივანე კილაძე – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კლინიკური ონკოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
• ნანა ჩიხლაძე – მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, კლინიკური ონკოლოგი, „კარაპს მედლაინის“ სიმსივნეთა მედიკამენტური მკურნალობის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლიკა კაცელაშვილი – მედიცინის დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგი;
• ქეთევან შენგელაია – მეან-გინეკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
• ანა მაზანაშვილი – „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, კავკასიის ონკოსაზოგადოება Hope-ის დამფუძნებელი;

კონფერენცია მოიცავდა ცოცხალ დისკუსიას საკითხის გარშემო. სპეციალისტებმა ისაუბრეს საქართველოში დარგის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო გეგმებზე.

 

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …