ჩქაროსნულ გზას ქართული კომპანია, პირველად, დამოუკიდებლად აშენებს

თბილისი (BPI) – ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება დაიწყო.  ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. 3 ლოტს, ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი“,  ერთს აზერბაიჯანული  „აკორდი“. პირველი შემთხვევა, როცა ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტარქტორის სახით ახორციელებს.

2 ზოლიანის გზის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

 

შემთხვევითი სიახლე

გახარიასთვის საპენსიო რეფორმა სოციალური სტაბილურობის გარანტია, სურგულაძის გადადგომაზე კი კომენტარს არ აკეთებს

თბილისი (BPI) – საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, …