ჩორჩანასთან EU-ს დამკვირვებლები იმყოფებიან

თბილისი (BPI) – ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/ წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით.

“მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ქართული ანიმაციის ახალი სიცოცხლე: თქვენს წინაშეა საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები

ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის. ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ვიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება …