ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირება გავაუქმეთ და თურქეთზე გადავერთეთ – „კამექსი“

ბოლო პერიოდში ქართველ მომხმარებლებში თურქეთში ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება. გადამზიდი კომპანიები ამბობენ, რომ თურქეთის ბაზარმა გარკვეულწილად ჩინეთიდან გამოწერები ჩაანაცვლა. ამის მიზეზი ერთი მხრივ გაუფასურებული ლირა, ხოლო მეორე მხრივ უფრო სწრაფი და იაფი ტრანსპორტირებაა.

კომპანია „კამექსის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ამბობს, რომ თურქეთიდან ტვირთბრუნვა ყოველ თვე ორმაგდება.

„პანდემიამდე ჩინეთიდან ტრანსპორტირება 1 კგ.-ზე 6$-მდე ღირდა, პანდემიის პერიოდში კი 17$-ს აღწევდა. ამას თან ერთვოდა გადაზიდვის პერიოდის გაზრდა 1 კვირიდან 3 კვირამდე, რამაც მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირება გავაუქმეთ და გადავერთეთ თურქეთზე, რაც გაცილებით ნაკლები ჯდება და ჩამოტანის დროც უფრო ნაკლებია.

თურქეთიდან ამანათების ტრანსპორტირებას მზარდი ტენდენცია აქვს, ტვირთბრუნვა თითქმის ყოველ თვე ორმაგდება, რასაც ვერ ვიტყოდი ჩინეთზე. როდესაც თურქეთი დავამატეთ, 3-4 თვეში უკვე იმ წონას ამუშავებდა, რაც ჩინეთის შემთხვევაში 1 წელი დაგვჭირდა, რომ დაგვეგროვებინა. ამიტომ ვფიქრობ, თურქეთი საკმაოდ დიდი ბაზარია და ჯერ კიდევ ასათვისებელია. მინდა გითხრათ, რომ თურქეთში შესაძლებელია საკმაოდ კარგი ხარისხის პროდუქციის შეძენა გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად და სწრაფადაც ჩამოდის“, – განაცხადა გიგა სეთურიძემ.

წყარო: BM.ge

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …