ჩვენი მიმართებაა, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ “ენკასთან“ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში – თურნავა

ჩვენი ამოცანაა, ეს მომატებული მოხმარება ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და ჩვენს საკუთარ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები, ბიზნესები და არა იმპორტირებული, – მიიჩნევს ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა.

მის თქმით, “ნამახვანის“ ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

“რა თქმა უნდა, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა, აღდგენასაც გასცდა, ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა, რაც ერთი მხრივ, ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად, ნიშნავს ელექტრონერგიის მომატებულ მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, ეს მომატებული მოხმარება ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და ჩვენს საკუთარ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები, ბიზნესები და არა იმპორტირებულს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართება არის, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში”,- განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და არც კომპანია „ენკასთვის“.

“ჩვენ მათთან ერთად კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან აწარმოებენ შეხვდრებს, კომუნიკაციბს. ჯერჯერობით არა ჩემს დონეზე, თუმცა მე პირადად რა თქმა უნდა ვაკვირდები ამ პროცესს და ვამონიტორინგებ, ხდება სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია. რაც შეეხება ერთ თვეს და პროექტიდან გასვლას, ეს არ არის მარტივი პროცესი, ხელშეკრულებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება, ეს მოხდეს, როგორ და რანაირად. არ არის ისე, ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა, გავიდეს და ა.შ. ასე არ ხდება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 …