ჩემი წარმოდგენით, არსებულ რეალობაში ინფლაცია აღარ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის პრობლემა – კოვზანაძე

დღესდღეობით ინფლაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობას ეხება – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პალიტრანიუსის „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არსებულ რეალობაში მნიშვნელოვანია, რომ ფასების სწრაფი ტემპის ზრდის შესაჩერებლად არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ სხვა ინსტიტუტებიც ჩაერთონ.

„ჩემი წარმოდგენით, არსებულ რეალობაში ინფლაცია აღარ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ კანონში ეროვნული ბანკის უმთავრესი მოვალეობა ფასების სტაბილურობაა. იმდენად ყოვლის მომცველია ფასების ზრდის პრობლემა, მე ვფიქრობ, რომ ეს მარტო ეროვნული ბანკის პრობლემა აღარ არის. ჩემი აზრით, საჭიროა ამ საკითხში სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩართვა. ფინანსთა სამინისტროს კუთხით ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული პროგრესი გვაქვს. კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტი მიმდინარე წელს მცირდება, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა საჭიროა კონკურენციის გაზრდა მთელ რიგ სექტორებში. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა. ჩვენ გვაქვს მათ შორის ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც აქტიურად უნდა ჩაერთოს მოცემული მიმართულებით.

ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამ თემასთან დაკავშირებით თურქული მედიკამენტების შემოსვლას უკავშირდება. როგორც კი ეს საკითხი გადაწყდა, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული მიმართულებით მედიკამენტებზე ფასები შემცირდა“, – აცხადებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში ინფლაციის დონემ საქართველოში 10.9% შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან ინფლაციას 3.6-ჯერ აღემატება.

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …