“ყაზტრანსგაზ-თბილისში” სპეციალური მმართველობა გაუქმდა

თბილისი (BPI) – „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობა გაუქმდა, – გადაწყვეტილება სემეკმა უკვე მიიღო.

სემეკ-ის განმარტებით, ფინანსური არასტაბილურობის პირობებში სპეციალური მართვის რეჟიმის ფორმით ლიცენზიატის სამეწარმეო საქმიანობაში კანონისმიერი ჩარევა გამოწვეული იყო თბილისში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვით, რათა საფრთხე არ შექმნოდა აბონენტების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებას.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობა 2009 წლიდან მოქმედებდა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. ვირუსის გავრცელების …