ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

თბილისი (BPI) – ყაზახური ავიაკომპანია B. & K. Aero ატირაუ-ბათუმი-ატირაუს საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს.

პირველი რეისი ამ მიმართულებით 2019 წლის 6 ივლისს განხორციელდა. ფრენები 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, (13, 20, 27 ივლისი, 3, 10, 17 აგვისტო) Boeing B737-300 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ფრენები საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ხსენებულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 4 ივლისს მიენიჭა.

შემთხვევითი სიახლე

“ხაზარაძე მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს” – მამუკა ბახტაძე

თბილისი (BPI) – ექსპრემიერი ხაზარაძეს სიცრუეში ამხელს, ანაკლიის პორტთან მთავრობის დამოკიდებულის  არასათანადო შეფასებისთვის. მამუკა ბახტაძემ …