ღია დიალოგი ბიზნესთან – სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონულ ბიზსნესთან შეხვედრებს იწყებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, გურამ გიორგაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრისას, პალატის პრეზიდენტმა რეგიონებში მოქმედ მეწარმეებს დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის პალატის გეგმები და ხედვა გააცნო.

ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია და გამოწვევების გამოვლენა, სახლემწიფო სერვისებსა და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – ეს ის მთავარი საკითხები იყო, რის გარშემო ღია დიალოგის ფორმატში იმსჯელეს. ასევე, მიმოიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე ინიციატივები.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევებს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ყველა რეგიონში გაეცნობა, მოხდება პრობლემების სიღრსმისეულ ანალიზი, შემდგომი რეაგირებისთვის დონორებთან და შესაბამის უწყებებთან ბიზნესის პრობლემების მიტანა და ხელშეწყობა.

ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან შეხვედრის მიზანია პრიორიტეტების გამოკვეთა, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროული მიტანა. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითრების და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.

შემთხვევითი სიახლე

როგორ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენს დროზე და დაიწყოთ ციფრული დეტოქსი 21-ე საუკუნეში

მნიშვნელოვანია, რომ გამუდმებით ახალ, ჯანსაღ ჩვევებზე ვიფიქროთ. კვლევების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში, საშუალოდ ადამიანი …