ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ 100 ქულიდან 87 ქულით მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ქვეყნის ეს შთამბეჭდავი მიღწევა საჯარო ფინანსების სფეროში გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია, როგორიცაა, საშუალო-ვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვა, ანგარიშვალდებულების გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება, მოქალაქეთა გზამკვლევების მომზადება და სხვა დაკავშირებული ღონისძიებები.
გერმანიის განვითარების თანამშრომლობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სხვა პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით რეფორმების გატარებაში, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე.

შემთხვევითი სიახლე

თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე – პრემიერი

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა …