ქუთაისის აეროპორტში დეზინფექცია ყოველ დღე ტარდება

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის ( COVID19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველდღიურად, 24 საათში ერთხელ ხორციელდება.

აეროპორტის თანამშრომლები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით და ქლორით ამუშავებენ აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზში არსებულ ყველა ობიექტს.

სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება საჰაერო ხომალდის სალონიც. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ასევე შეზღუდული დაშვების ზონაში განთავსებულ საველე კარვებში, სადაც მუდმივად მორიგეობენ მედიკოსები.

საველე კარვებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გადიან.

შემთხვევითი სიახლე

თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ფუნქციონალი დაემატა

თბილისი (BPI) – დღეიდან, თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება შესაძლებელია. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი …