ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი მგზავრებს შემოდგომიდან მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც არსებულ ტერმინალზე 4-ჯერ დიდი იქნება, შემოდგომიდან მოემსახურება.

ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულებულია. მიმდინარეობს საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის თქმით, ახალი ტერმინალი საათში 1200 მგზავრის მომსახურების საშუალებას იძლევა, რაც არსებულ გამტარუნარიანობაზე 4-ჯერ მეტია.

სამუშაოების დასრულების შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.

არჩუაძის თქმით, წელს ქუთაისის აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ელიან.

ახალ ტერმინალს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და პიკურ საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. 2019 წელს მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 42% გაიზარდა და აეროპორტი 900 000 მდე მგზავრს მოემსახურა. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

BAG: სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის …