????????????????????????????????????

ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის დამკვიდრებას.

„ცვლილების  მიზანი არის არა ზოგადად და მარტივად ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წამალზე, არამედ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ხარისხიან წამალზე. ამდენად ეს არის ერთიანი კომპლექსური პროცესი, სადაც ხარისხის და ფასის დაბალანსების პროცედურები ეტაპობრივად განხორციელდება”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისასა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დოკუმენტში ასახულია პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გამოთქმული  შენიშვნები.

სხდომაზე თანამომხსენებელმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ „კანონპროექტი არ ეხება ფასებს. ეს ეხება ხარისხს, რათა ადგილობრივ მწარმოებელსაც და იმპორტიორსაც ჰქონდეს ვალდებულება, რომ საერთაშორისოდ აღიარებული, მაღალი სტანდარტის უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტები იყოს ქართულ ბაზარზე მიმოქცევაში, რამეთუ უეფექტო და მით უმეტეს არაუსაფრთხო მედიკამენტი წარმოადგენს რისკს. ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი”.

პარლამენტმა კანონპროექტს 81 ხმით დაუჭირა მხარი.

 

შემთხვევითი სიახლე

აჭარა ტურიზმის მიმართულებით დუბაის გამოცდილებას გაეცნო

აჭარა ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების განვითარების მიმართულებით დუბაის გამოცდილებას ეცნობა. დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის …