ქართულ ჭკვიან ბეჭედს გადახდის ფუნქცია დაემატება

თბილისი (BPI) – ხის პირველ ქართულ ჭკვიან ბეჭედს გადახდის ფუნქციაც დაემატება, რისი მეშვეობითაც ნებისმიერი ბარათი ერთ სისტემაში გაერთიანდება.

რაც შეეხება რეალიზაციაში უკვე გაშვებულ ბეჭდებს გადახდების ფუნქცია ვერ დაემატება. ახალი ფუნქციის მქონე ბეჭედზე რეგისტრაცია კი დაწყებულია. ამავდროულად, ყველა ვინც წინასწარ დარეგისტრირდება, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

რაც შეეხება ფასს, ის არ იქნება დიდად განსხვავებული ძელი ვერსიის ბეჭდისგან, რომლის ღირებულებაც საქართველოს ბაზრისთვის 100-120 ლარის ფარგლებშია.

როგორც კომპანია კნიკის დამფუძნებელი – გიორგი მიქაცაძე ამბობს, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება და მხარდაჭერა ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. განსაკუთრებით მოთხოვნადი კი გადახდების ფუნქციის დამატებაზეა, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ საბანკო ბარათების ტარება გვიწევს, რომელთა გამოყენებაც ნაკლებად მოსახერხებელია.

სამომავლოდ კომპანია გარდა ფუნქციების დამატებისა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ბარათისა და ბილეთის გაერთიანებას, პროდუქტის ტექნოლოგიურად განვავითარდებასაც გეგმავს, როგორც ბეჭდის ფორმით, ასევე განსხვავებული სამკაულის სახითაც.

კნიკი არის ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც ერთდროულად საფულის ფუნქციასაც ასრულებს და თქვენს პირად სამედიცინო ინფორმაციასაც ინახავს. პროდუქტი გაყიდვაში 2017 წლის აპრილში ჩაეშვა. ჭკვიან ბეჭედს მომხმარებელები თითქმის ყველა ქვეყნიდან ჰყავს, თუმცა მათი 60% აშშ-დანაა.

თამარ ძინძიბაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია, ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ განცხადებებში

თბილისი (BPI) – „ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია, რომელსაც შეუძლია ერთ საათში ჩაგიკეტოს ყველაფერი, საზღვრიდან დაწყებული …