ქართულმა კომპანიამ გელათის ტაძრისთვის მონიტორინგის სისტემა შექმნა

თბილისი (BPI) – ქართულმა კომპანია „ედისონმა“ მონიტორინგის სისტემა შექმნა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – გელათის მონასტერს იცავს.

სისტემა აკონტროლებს ნაგებობაზე ბზარების მდგომარეობას, აკვიდრება ბიძგებს, ამინდს, მიღებულ ინფორმაციას კი ერთ წერტილში უყრის თავს. კრიტიკულ შემთხვევაში კი, სისტემა დაუყონებლივ აგზავნის ინფორმაციას შესაბამის სპეციალისტთან.

https://www.youtube.com/watch?v=f-c3mlZxCYo

2010 წელს, გელათის მონასტერი UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. 2014 წლიდან კი დაიწყო ძეგლის დაცვის რეალური გზების ძიება. სწორედ ედისონი აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც ამ პრობლემას ჭკვიანი გადაწყვეტილება მოუფიქრა.

პროექტის მხარდამჭერები არიან: იუნესკო, ამერიკის საელჩო, მსოფლიო ბანკი,
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს მემკვიდრეობა.

Edison ქართულ ბაზარზე ცნობილია იმით, რომ შეუძლია შექმნას უმაღლესი ხარისხის Hardware: ჭკვიანი მოწყობილობები, გაჯეტები, IoT მოწყობილობები, ავტომატიზაციის სისტემები და ასე შემდეგ. მან უკვე 30-მდე სხვადასხვა პროექტი განახორციელა და კვლავ აგრძელებს ამ სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას. 

თამარ ძინძიბაძე

საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების 5 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლისა …