ქართული MLed-ი ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

თბილისი (BPI) – ქართული ლედ სანათების მწარმოებელი კომპანია MLED ევროპის ბაზარზე გასვლას აპირებს.

მოლაპარაკებები ამ დროისთვის რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და ლიეტუვასთან მიმდინარეობს.

ახლო მომავალში  კომპანია ლიეტუვაში საჯარო ტენდერში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამ ეტაპზე კი კონკრეტული მოთხოვნების შესწავლისა და დაკმაყოფილების პროცესშია.

სწორედ ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა მოცულობის პროდუქციის მიწოდებაზე გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

ჯიპიაი ჰოლდინგი: ქალი მეწარმეეების მხარდაჭრის პროგრამა გრძელდება

თბილისი (BPI) – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამას აგრძელებს და კომპანიებს, რომლების დამფუძნებელი ან …