ქართული ყავის კომპანიის შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის TOP 3-შია

თბილისი (BPI) – თბილისში მდებარე ყავის ახალი ქარხნის “მეამა” შენობა პრესტიჟულ, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ArchDaily & Strelka Award-ის სამეულშია.

ყავის ქარხნის შენობა Unix Development-ის აშენებულია. როგორც Unix Development-ში ამბობენ, ,,მეამას” გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს მთელი საქართველოს წარმატებაა, რადგან ქართული წარმოების ნაგებობა საერთაშორისო ასპარეზზეა და ასეთი შედეგის წყალობით მსოფლიო გაიცნობს ,ყავის ქარხანას, საქართველოში არსებული შენობა ნაგებობები ისარგებლებს მეტი ნდობითა და რეპუტაციით.

სამეულიდან გამარჯვებულის სტატუსს განსაზღვრავს ჟიურის გადაწყვეტილება, გამარჯვებული 10 სექტემბერს გამოვლინდება.

ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის მარტში და დასრულდა 2018 წლის სექტემბერში. შენობა გამოირჩევა ურთულესი გეომეტრიული ნაგებობებითა და ბეტონის დაკეცილი კედლებით. გამორჩეულია ე.წ. „მწვანე გადახურვა“ – პირველად საქართველოში შენობის სახურავი მთლიანად დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მცენარეული საფარით.

შენობის შიგნით განლაგებულ სამ სხვადასხვა ატრიუმში დარგულია განსხვავებული ჯიშის ხეები, რომლებიც, მათი ხილვისას, სრულიად ანეიტრალებენ და აქრობენ ადამიანთა გონებაში არსებულ წარმოდგენებს სტანდარტული ქარხნების შესახებ.

ყავის ქარხნა ეყრდნობა ერთიანად ჩამოსხმულ 10 მეტრიან ბეტონის სვეტებს, მსგავსად კრონოსის სასახლისა.

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …