ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით Kind of Guise-თან ერთად ახალი პროექტი იწყება

ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ბრენდ კომპანიასთან Kind of Guise  ერთად ახალი პროექტი დაიწყო.

საერთაშორისო ბაზარზე  საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი Kind of Guise საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს, რომელიც ბრენდის ფილიალებში გერმანიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გაიყიდება, ასევე გავრცელება მედია სახლებსა და წიგნის მაღაზიებში. წიგნს პოპულარიზაციას გაუწევენ სოციალური ქსელებით.  წიგნი ილუსტრირებული იქნება ქართული ღვინით, კერძებით და საქართველოს ტურისტული ადგილებით.

წიგნის მოსამზადებელი სამუშაოებისა და ფოტო მასალის გადაღების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.  ტურის მონაწილეები თბილისს, სიღნაღს, თელავს, სტეფანწმინდას ეწვნენ. გადაიღეს ღვინის მარნები, გაემგზავრნენ გურიაში, სადაც ჩაი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ესტუმრნენ აჭარას, სადაც ტურისტული  ადგილები დაათვალიერეს.

“ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ სრულიად ახალ პროექტზე საერთაშორისო წამყვან ბრენდ კომპანიასთან ერთად. ეს პროექტი გულისხმობს საქართველოს ღვინისა და გასტრონომიის შესახებ წიგნის მომზადებას, რომელიც გავრცელდება სხვადასხვა კონტინენტზე და მას უძღვის პრეზენტაციები წიგნის წამყვან მაღაზიებში, ჩვენ ახლა ვმასპინძლობთ გერმანიიდან სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოინახულებსა მცირე და საშუალო ზომის მარნებს და გაეცნობა ჩვენს კულინარიას.“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

“საქართველოში პირველად ვარ, ძალიან კარგ ხალხს შევხვდით, საქართველო გამოირჩევა განსხვავებული კულტრით, მრავალფენოვანი ბუნებით, სეზონურობით, გამორჩეულია კულინარიული კულტურა, რაც უფრო მიმზიდველს ხდის და სურვლის აჩენს, რომ ეწვიოთ ამ ქვეყანას.“- ვერენა ურსულა ერჰარდტ

 

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …