ქართული სამედიცინო მასალა ევროპის ქვეყნებში გაიყიდება

“დოქტორ გუდსი” – პირველი ქართული სამედიცინო მასალების საწარმოა, რომელიც 15-18 ნოემბერს მსოფლიოს უმსხვილეს სამედიცინო მასალებისა და ტექნიკის გამოფენა Medica Düsseldorf-ზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი.

გამოფენის განმავლობაში კომპანიამ 150-ზე მეტ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიასთან გამართა შეხვედრა. შედეგად, ხელი მოეწერა სადისტრიბუციო კონტრაქტებს პოლონეთის, ლიეტუვის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და საბერძნეთის უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებთან.

„დოქტორ გუდსი“ 2019 წელს შეიქმნა და 2021 წელს სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც სესხის უზრუნველყოფას გულისხმობს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კომპანიას აქვს უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 …