ქართული კომპანიების კაპიტალიაცია შემცირებულია

თბილისი (BPI) – ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 1,756 მლრდ ფუნტია.

საქართველოს ბანკის ჯგუფის კაპიტალიზაცია 719,840 მლნ ფუნტია, თიბისი ბანკის ჯგუფი 628,777 მლნ ფუნტი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის – 141,558 მლნ ფუნტი, Georgia Capital-ის – 265,924 მლნ ფუნტი.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები GBP 15.51 – 17.25 ფარგლებში ივაჭრებოდა, წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია -7.45%-ით, გასულ თვესთან 1.14%-ით. ვაჭრობის მოცულობამ 362 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები GBP 6.66 – 7.35-ად ივაჭრებოდა, 5.19%-ით გაზრდილია წინა კვირასთან შედარებით, გასულ თვესთან 9.10%-ით შემიცრებული. ვაჭრობის მოცულობამ 306 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები GBP 12.14 – 13.18 დიაპაზონში ივაჭრებოდა, -4.33% წინა კვირასთან შედარებით, +0.32% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 450 ათასს გადააჭარბა, ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები წინა კვირასთან შედარებით 4.53%-ით დაეცა, წინა თვესთან 8.09%-ით. ვაჭრობის მოცულობამ 343 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 101 ათასი აქცია შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზა” ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. “17 სექტემბერს ქუთაისში, …