ქართული კივი – ნულოვანი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე

თბილისი (BPI) – მწარმოებელი ქართული კომპანია “ნერგეტა” ტოკიოსა და ბერლინის ბაზარზე ქართულ კივს წარმატებით ყიდის.

კომპანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ქართული კივი – ნულოვანი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე.

ჩვენ ვართ იმის მაგალითი თუ როგორ შეიძლება მსოფლიოში 2 ყველაზე მკაცრი მოთხოვნების მქონე ქვეყნების ბაზრებზე გასვლა და ერთგული მომხმარებლების მოპოვება.

ამისათვის საჭიროავინც საქმე იცის იმათი კარგად მოსმენა, ცოდნის მიღება და ცოდვების მონანიება შრომით.

ჯობია ჩვენი დროშა ფრიალებდეს ტოკიოს და ბერლინის სუპერმარკეტებში ვიდრე ამ დროშით დავსდევდეთ უცხოელებს და უმცირესობებს ჩვენსავე ქვეყანაში.

დღეს ჩვენი სიამაყე უნდა ვიპოვოთ მსოფლიოსთვის გამოსადეგი ხარისხიანი პროდუქციის და სერვისების შექმნასა და მიწოდებაში და არა წარსულზე ფიქრებში”.

კომპანია ნერგეტა 2009 წელს დაარსდა და არის პირველი ქართული კომპანია რომელმაც ქართველ მომხმარებლებს შესთავაზა ქართველი მიკრო-ფერმერების მიერ მოწეული კივი ზომების მიხედვით დახარისხებული, სპეციალურად ნერგეტასთვის შექმნილ ახალ მუყაოს ყუთებში. ხილი ატარებს ნერგეტას საფირმო ნიშნიან სტიკერს.

2010 წელს ნერგეტამ  შეიძინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები სამეგრელოში და დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები. 2011 და 2012 წლებში გაშენდა 24 ჰექტარი კივის პლანტაცია. ჩვენი კომპანიის მიზანია მიაწოდოს საუკეთესო ხარისხის ქართული კივი ქართველ და ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მომხმარებლებს. გვსურს გაგაცნოთ ის მიზეზები რის გამოც ჩვენ ვთვლით რომ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას:

შემთხვევითი სიახლე

გორში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. შემთხვევის ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების მართვის …