ქართული ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტი იზრდება

თბილისი (BPI) – მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი ბრენდი, რაც 52%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

27 ქვეყანაში ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 284 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …