ქართული აგროპროდუქციის ექსპორტით საუდის არაბეთია დაინტერესებული

თბილისი (BPI) – ქართული ცხვარი, თაფლი, თხილის და ლურჯი მოცვი – ეს ის პროდუქტებია რომლის ექსპორტითაც საუდის არაბეთი ინტერესდება.

ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილმა საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს აბდულა ალ-მუტაირს გააცნო.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

ისაუბრეს ეკოტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივაზეც.

 

 

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …